ქართველები ვართ რაც ვართ!!!


ყველაზე მაგრები მსოფლიოში თუ რა ევროპის კონტინენტზე.

,,ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ -  მთელი საქართველო თუ არა რაჭველები მაინც.

ყველაზე გონიერი ერი დედამიწის ზურგზე.

ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხით დასახლებული სხელმწიფო.

ბოლოს და ბოლოს კეთილშობილების და სათნოების განსახიერება.

მოკლედ ,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“ პრინციპით ,,უმაგრესი და ზეერი” გალაქტიკაში.

ეს ის მითებია, რომლებიც ჩვენზე არის გავრცელებული და ჩვენდა სამწუხაროდ მითების კატეგორიას ვერ სცდება.


იმათ გასაგონად, ვისაც ზემოთ ჩამოთვილი მოსაზრებების ჯერ კიდევ სჯერათ : ყველაფერი მარტივი და თან არც ისე მარტივი (თუნდაც ეს წინადადება). არ ვართ ყველაზე მაგრები, პირიქით.

თუ განვითარებად ქვეყნებში ვითვლებით, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ განვითარებადი ვართ, რომელი კუთხითაც გნებავთ ისე შეგედეთ, გნებავთ პოლიტიკას, ეკონომიკას ან თუნდაც საზოგადოებას. სამწუხაროდ განუვითარებლები ვართ და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ კატასტროფული სისწრაფით მივექანებით დეგრადაციისაკენ. რაც შეეხება ჩვენს გონიერებას და სისწრაფეს – უზარმაცესი ერი ვართ ამ სამყაროში და ეს სულაც არ არის საამაყო. ჩვენს გონიერებაში კი ყოველ დღე ეჭვი მეპარება.

თქვენ არ გეგონოთ, რომ სტუმართმოყვარეობაში ვჯობივართ ვინმეს. ჩვენ ისე ,,გვიყვარს“ სტუმარი, რომ აფხაზეთი, ოსეთი დავუთმეთ და ალბათ ახლა სამცხე-ჯავახეთის ჯერია. მოსულ სტუმარს ჩვენს ეროვნულ სამოს – ჩოხას იმ წამსვე ჩავაცმევთ, ის კი თავისას არ. იცით რატომ? სულ უბრალო მიზეზს ასახელებს: კილტის ჩაცმას დამსახურება უნდაო. როგორ ჩვენი ჩოხა რითია კილტზე ნაკლები? როცა შოტლანდიელი სტუმარი ამ სიტყვებს ამბობდა დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სულაც არ უგვრძნია თავი შეურცხყოფილად. აი მე ვიგრძენი. თურმე ჩოხის ჩაცმას არ უნდა დამსახურება და ყველა რიგით სტუმარს დაუმსახურებლად შევმოსავთ ეროვნული სამოსით. რა თქმა უნდა, კილტს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ დამერწმუნეთ ჩოხას არანაკლები.

ეს ისე ვისაც კილტი არ უნახავს და თან ცოტაც რომ გავმხიარულდეთ :)

არ ვართ ქართველები კეთილშობილები. ხომ იცით, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს მას არც ღმერთი უყვარსო (შეიძლება ზუსტად ციტირებას ვერ ვახდენ, მაგრამ აზრი მგონი სწორად გადმოვეცი). რა კეთილშობილებაზე ვსაუბრობთ, როცა ქართველი ქართველს არ ინდობს და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს ,,ხელისგულზე ვატარებთ“ (რასისტი ნამდვილად არ ვარ). საქართველო გაგვიყვია: ეს მეგრელია, ეს სვანი, ის კახელი, ის იმერელი და ა.შ. ბოლოს ამაყი განცხადება : მე თბილისელი ვარ! საქართველო არ არის თბილისი. თუმცა რას ვბოდავ, ჩვენ ქუჩაში მეგრულის და სვანურის გაგებაც გვაღიზიანბს და ზიზღის თვალებით ვუყურებთ ერთმანეთს. ვაჟა კი ამბობდა : ,,მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა“. ნურც ნურავინ შეედრება ვაჟა-ფშაველას და მის გენიალურიბაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ.

www.gamige.wordpress.com
საქართველო თუ იყო ოდესმე მთლიანი და ერთიანი აღარ მახსოვდა :(

 

ბოლოს ქართველები ჩვენ ვართ ყველაზე საცოდავი, საწყალი ერი მთელს დედამიწის ზურგზე!

ქართველები, ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელსაც საკუთარი აზრი, შეხედულება არაფერზე არ გააჩნია და ყოველთვის იქით მიერეკებიან საითაც მავანს სურს!

ქართველებო გიყვარდეთ ერთმანეთი!

ქართველებო გიყვარდეთ საქართველო!

About these ads

12 responses

  1. ვაი, ძალიანაც ნუ ჩაგვწიხლავ. მართალია ბევრი ცუდი თვისება გვაქვს, იმაშიც გეთანხმები, რომ გადაგვარების გზაზე ვართ და უზარმაცესი ერი ვართ, მაგრამ გონიერებაში მგონი ბევრი ვერ შეგვედრება, უბრალოდ გონებას არ ვიყენებთ და ამ ნიჭს უაზროდ ვკარგავთ. ესეც სიზარმაციდან გამომდინარეა, არადა რომ მოვინდომოთ სხვაზე ნაკლები წარმატებები არ გვექნება არც მეცნიერებაში და არც სხვა მხრივ განვითარებაში.

    სტუმართმოყვარეებიც ვართ… ოღონდ ზოგჯერ ზედმეტად, და ამიტომ მტერი და მოყვარე ერთმანეთში გვერევა…

    პ.ს. ”კილტსა შიგან რაც არის იგივე გარდმოდინდებისო” ნათქვამია :D

    … და კიდევ, განვითარებადი – არა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართო და… მაგრამ ”ვ პრინციპ” ერთი და იგივეა, ”პროსტა” გარდამავალი უფრო ლამაზად ჟღერს ალბათ :)

  2. chemi azrit, chven scored iman dagvgupa rom gavidzaxit ‘nichierebi vart, magram zarmacebio’ da me mgoni cotati vamakobt amit. marazmia, xalxo!
    oroli, ‘rom mogvrndomebinao’ ambob, netav ratom ar movindomet? imitom, rom ragac gvaklia. ar vici zustad ra , magram me mgoni mtlad nichierebita da gonierebac ar gadmogvdis kurebidan da mit umetes amas chvens sizarmacesac tu davumatebt, avshendit da egaa. xalxis azrovneba unda sheicvalos totalurad!!!!

    1. ზარმაცები რომ ვართ კარგია თქო არ ვამბობ. პირიქით, საშინელებაა. ეს რომ არა ბევრს მივაღწევდით. მონდომებასაც სიზარმაცე გვიკლავს…
      შენი არ ვიცი, მაგრამ ქართველების ნიჭიერებაში დარწმუნებული ვარ… ბევრი მინახავს და ბევრისთვის მომისმენია და ამიტომ ვამბობ. ჰაერზე არაფერს ვიძახე ;)

  3. გონებასაც უნდა გავარჯშება და შესაბამისად ჩვენი სიზარმაცის გამო სამწუხაროდ დაჩლუნგებულია, ან ამ გზას ადგას.
    განვითარებადი და გარდამავალი ამ შემთხვევა ერთი და იგვეც შეიძლება იყოს. მაგრამ სამწუხაროდ უფრო ცუდისკენ.

  4. nichiereba, romelic arc qvekanas adgeba da arc tviton adamians, dakargulia, damijere. marto megobrebi tu gamchneven da tashs gikraven, araferia eg. cheshmariatad nichieri da chkviani adamiani ar da ver sheidzleba zarmaci ikos. ras nishnavs, sizarmace gviklavs. she kai adamiano ( shen ar ggulisxmob, zogadad vambob :) ) tu nichieri da chkviani xar, da shesabamisad amchnev rom shens orgvliv mtlad kvelaferi veraa dalagebulad ( chkviani da nichieri unda amchnevdes amas), mashin ram unda shegishalos xeli rom cota gaindzre. sizarmacam?! es araa gamamartlebeli da sapatio mizezi! tu sizarmace gvabrmavebs ukve? me ar var is adamiani sxvebis nichi ver sheamchnios da ver daafasos, magram eg araa sakmarisi mxolod. me ase mgonia

    1. მე, ყოველშემთხვევაში, ნიჭიერ ხალხთან მაქვს ურთიერთობა… ;) ნიჭიერება შენ როგორ გესმის საინტერესოა. ნიჭი არის რაიმე საქმის კეთების უნარის ან გონებრივი შესაძლებლობების განვითარებულობა ჩემი აზრით და ამ ნიჭის გამოყენება-არ გამოყენება კი სხვა საქმეა. ყველა ადამიანი ნიჭიერია საერთოდ, უბრალოდ ან ვერ ხვდება რისი ნიჭი აქვს, ან არ იყენებს სათანადოდ. ქართველები ხშირად არ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს სხვადასხვა მიზეზების გამო (მათ შორის სიზარმაცის). მე ვფიქრობ, რო თუ ქართველების 100% არა, დიდი ნაწილი მაინც ჭკვიანია და ნიჭიერი. ანუ მონდომების შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეუძლია. შენ თუ თვლი, რომ ყველანი უუნაროები ვართ ძალიან პესიმისტური შეხედულებები გქონია რაღაც-რაღაცებზე…

  5. chems shexedulebebs psimisturi ki ara realisturi qvia. me ar vambob qartvelebi shterebi vart da araferi ar shegvidzlia-metqi , magram ra azri aqvs nichis da chkuis qonas tu ar ikeneb. da fraza ‘qartvelebi nichierebi vart, magram zarmacebi’ magizianebs. sxvam, shenze unichom, tu miagcia ragacas, chven ra egeti sizarmace shegvekara rom ver davdzliet? cota arascorad xom ar gebulob chems natqvams? :)

  6. ზუსტად ისე ვგებულობ როგორც წერია და როგორც გულისხმობ… მაგრამ შენ ფიქრობ რომ ” cheshmariatad nichieri da chkviani adamiani ar da ver sheidzleba zarmaci ikos” – გასაგებია შენი აზრი, მაგრამ მე არ გეთანხმები და ვთვლი რო სიზარმაცე ნიჭიერების განმსაზღვრელი არაა… შენ შენი აზრი გაქვს, მე კი ჩემს აზრში დარწმუნებული ვარ, ასე რომ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით კონსესუსს ვერ მივაღწევთ და კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს. უბრალოდ უნდა ვამტკიცოთ ჩვენ ჩვენი შეხედულებები, მაგრამ უშედეგოდ… ხოდა მეზარება ნამეტანი.

  7. ჩემი მოკრძალებული აზრით: ჩვენ რომ გონიერები ვყოფილიყავით საქართველო ამ დღეში არ იქნებოდა, არც ქართველები ვიქნებოდით ასე ცუდად. არ მივიღებ შენიშვნას, რომ ეს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ბრალია. ისეთი პოლიტიკოსები გვყავას როგორიც ჩვენ ვართ. ასე რომ იქნებ ოდესმე ჩვენს მომქმედებაში აზროვნებაც ჩაგვერთო. ვფიქრობ ურიგო არ იქნებოდა.

  8. me chemi shexedulebis arc damtkicebas vapireb da arc vinmestvis tavze moxvevas. ki batono, rogorc ginda. kamati dasrulebuia :) ise, kamatshi ibadeba cheshmariteba ( esec chemi azria) :)

    1. კი, მაგრამ კამათი ხშირად ისევ ისე მთავრდება როგორც დაიწყო… :)

      პ.ს. უი, ”ჭეშმარიტება იბადება კამათში” – შენ მოიგონე? ყოველთვის მაინტერესებდა მაგ ფრაზის ავტორი :) ;)

  9. me ar momigonia, magram vetanxmebi. mtlad maseti chkvianic ar var , egeti frazebi movigono :P

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: